X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები მაია ცქიტიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიული ძეგლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ

მაია ცქიტიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიული ძეგლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ

ძებნა

მაია ცქიტიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიული ძეგლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ

22 აგვისტო 2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილესთან - გიგა კაციასთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან - შავლეგო ტაბატაძესთან ერთად, გელათის სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო-სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოები ორ ეტაპიანია -  პირველი ეტაპის სამუშაოები გუმბათის და ქვების რესტავრაციას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი კი, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სამლოცველოს გადახურვას, საძირკვლისა და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციას მოიცავს.
გასულ წელს დასრულდა, პროექტის ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - საინფორმაციო შენობა-ნაგებობის, კაფეს, სამზარეულოს, სველი წერტილისა და ავტოსადგომის მშენებლობა. ასევე გაკეთდა წყლის 2 რეზერვუარი, ჭაბურღილი და გამწმენდი ნაგებობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ძეგლები, ისტორიული მემკვიდრეობა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ და სწორედ ამ მიზანს  ემსახურება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაცილებით მნიშვნელოვანია საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც გელათის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
გელათის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტის ჯამური ღირებულება, რომელსაც  მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, 3 მილიონ ლარამდეა და ორივე კომპონენტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.